მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა ოკუპანტებმა ოლენივკას ციხე შიგნიდან ააფეთქეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ოლენივკაში შენობა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რუსმა აგრესორებმა შიგნიდან ააფეთქეს.
კიევის თქმით, გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები ცხადჰყოფს, რომ დონეცკში ციხე რუსმა სამხედროებმა შენობის შიგნიდან ააფეთქეს.

29 ივლისს დონეცკში არსებულ ოლენივკას ციხეზე, სადაც რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იყოფებოდნენ თავდასხმა მოხდა. შედეგად სულ მცირე 53 უკრაინელი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა.

რუსეთი ციხეზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შენობა ამერიკიდან მიღებული HIMARS რაკეტით მოხდა თუმცა შენობას არ აქვს სხვა ისეთი ტიპის დაზიანება, რომელიც მასზე ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო დარტყმას დაადასტურებდა.

სატელიტური ფოტოები ამერიკული გამოცემა Politico-ს ჟურნალისტმა ქრისტოფერ მილერმა გამოაქვეყნა.

მილერმა გამოაქვეყნა Maxar satellite-ის მიერ თავდასხმამდე (27 ივლისს) და ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები (30 ივლისით დათარიღებული).

უკრაინული მედიის თქმით, თავდასხმის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ციხის სახურავი შიგნიდანაა დაზიანებული და შენობის სახურავზე არ ჩანს ისეთი დაზიანების ნიშნები, რასაც HIMARS-ის რაკეტით თავდასხმა გამოიწვევდა.

27 ივლისი (თავდასხმამდე)

30 ივლისი (თავდასხმის შემდეგ)

29 ივლისის ღამით დონეცკში, ოლენივკას გამოსასწორებელი კოლონიის ყოფილ შენობაზე თავდასხმა მოხდა.

ციხე, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, განადგურდა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთმა ციხეზე შეტევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალები დაადანაშაულა. უკრაინამ კი განაცხადა, რომ ოლენივკაზე თავდასხმა მორიგი რუსული ტერორისტული აქტია, რაც მიზნად ომის დანაშაულების დამალვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ისახავს.

30 ივლისს გაერომ განაცხადა, რომ მზადაა ოლენივკას ციხის დაბომბვის საქმის გამოძიებაში საკუთარი ექსპერტები ჩართოს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთის დონეცკის რეგიონში ციხის დაბომბვა, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იყო “რუსეთის მიზანმიმართული ომის დანაშაული”, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

29 ივლისს უკრაინამ გამოაცხადა, რომ მისმა უშიშროების სააგენტოებმა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვეს დაუყოვნებლივ გაგზავნონ გამომძიებლები სამხედრო ტყვეთა დახოცვის გარემოებების შესასწავლად. თავის ყოველდღიურ საღამოს გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ ტყვეებს შორის იყვნენ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის მცველები, რომლებიც იქიდან მაისში გაიყვანეს, გაეროსა და წითელი ჯვრის შუამავლობით.

მანამდე უკრაინამ გამოძიება დაიწყო რუსეთის ბრალდებებზე, რომ თავდასხმა უკრაინის ძალებმა განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დონეცკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 29 ივლისს აცხადებდნენ, რომ ოლიენევკის ციხეში პატიმართა დახოცვა გამოიწვია უკრაინის მხრიდან აშშ-ში წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემით განხორციელებულმა თავდასხმამ.

უკრაინის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, რუსეთის ვერსია თვალთმაქცობაა, რომელიც მიზნად ისახავს სიმართლის დამალვას იმაზე, თუ რა შეემთხვათ დაკავებულ უკრაინელებს. შტაბი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებს იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნიათ.

შეგახსენებთ, რუსეთი აცხადებს, რომ ოლენივკას ციხეზე დარტყმა უკრაინის არმიამ ამერიკის მიერ მიწოდებული HIMARS-ის გამოყენებით თავად განახორციელა. უკრაინის არმია კი აცხადებს, რომ იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნია და პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button