ყაჩაღობა თელავში – ცოლი დააბეს ქმარმა ინსულტი მიიღო

ყაჩაღობა თელავში. ჭავჭავაძის ქუჩაზე ვახტანგიშვილების საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე დაუდგენელი ორი პირი შეიჭრა.

რადიო „თბილისის“ ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და თანხა გაიტანეს. თანხის ოდენობა უცნობია.

მეზობლების თქმით, ხნიერი ქალბატონი მძარცველებმა დააბეს, ქმარმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა კი ინსულტი მიიღო. ახლა ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მძარცველები პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. საქმეზე აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button