მომღერალ კარელ გოტს ლიმფური ჯირკვლების კიბო დაუდგინეს

ჩეხ საესტრადო მომღერალ კარელ გოტს ლიმფური ჯირკვლების ონკოლოგია აღმოაჩნდა, – გვაცნობებს მისი თანაშემწე ანეტა შტოლცოვა.

მედიკოსებმა მომღერალს დიაგნოზი ოპერაციის შემდეგ დაუდგინეს, რომელიც მას მუცლის ტკივილის გამო სასწრაფოდ დასჭირდა. 2 ნოემბერს, გოტი პრაღის საუკეთესო კლინიკაშია ჰოსპიტალიზებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კარელ გოტი (ჩეხ. Karel Gott; დ. 14 ივლისი, 1939, პლზენი) — ჩეხი მომღერალი, რომელიც სიმღერებს ძირითადად ჩეხურ და გერმანულ ენებზე ასრულებს.

კარელ გოტს პრაღის “ოქროს ხმას” უწოდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button