ლიბერთი ბანკის ფეი-ცენტრი გაქურდეს

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, ლიბერთი ბანკის ფეი-ცენტრი გაქურდეს.

შემთხვევის ადგილი პოლიციის შენობიდან დაახლოებით 300 მეტრითაა დაშორებული.

თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე მისულ თანამშრომლებს ათას ლარამდე თანხა წაღებული დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button