კახეთში სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ბრალდებით გარემოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი, ივანე გვიმრაძე დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, მის დაქვემდებარებაში არსებული სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე და საშეშე მერქანი.

მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button