მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერდოღანი 59,47 ქილიჩდაროღლუ 34,79% – დათვლილია ხმების 17%

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია HaberTurk-მა და „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს, – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოანი ლიდერობს.
კერძოდ, ამომრჩეველთა ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად ხმების 59,47%-ი აქვს ერდოანს, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79%-ი მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5, 28%-ით.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ხმების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის განსხვავება მცირე იქნებოდა.

“როიტერსის” ცნობით, აღნიშნული შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 2 საათის შემდეგ გახდა ცნობილი და ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 9.1% იყო დათვლილი, თუმცა “ანადოლუს” ინფორმაციით, ხმების 17%-ის დათვლის შედეგად შედეგები არ შეცვლილა და კვლავ ერდოღანი ლიდერობს.

დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა – Anadolu Agency-ის ცნობით, 16:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 85,14 პროცენტი იყო.

ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცეს ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად თურქეტში დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც – ქვეყანაში დღეს მოქმედებს პროპორციული სისტემა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 7 პროცენტი ან დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან ალიანსში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მედიით არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებაზე შეზღუდვა მოხსნა.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button