საქართველოსიახლეები

ფირცხალავასა და ცააძის შეწყალებისთვის ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს

ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის შეწყალებისთვის, სახალხო დამცველი ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს. გიორგი მარგველაშვილს ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრები მიმართავენ და ომბუდსმენის თხოვნაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თუმცა ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებულების ადვოკატებს დადებითი მოლოდინები არ აქვთ.

მათი თქმით, მათ ანალოგიური წინადადებით პრეზიდენტს უკვე მეოთხედ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მოისმინეთ ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას და გიორგი ცააძის დის, ირინა ცააძის კომენტარები.

რამდენიმე წლის წინ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლომ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მათ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებულთა საკითხი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ წარმოებაში მიღებული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button