პენიტენციურ დაწესებულებებში ახალი წესი 2017 წლიდან ამოქმედდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების წესი დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყველილება მინისტრამა სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
ბრძანებას ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა.

დოკუმენტი, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს.

დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა.

ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით.

ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button