ყალბი 100-ლარიანი კუპიურები – დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, “დადგინდა, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 – ლარიანი კუპიურა. საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო”.
გამოძიება 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.