მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში 54 650 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 54 650

📌ტანკი – 2 212

📌ჯავშანტექნიკა – ​4 720

📌საარტილერიო სისტემა – 1 313

📌სარაკეტო სისტემა – 312

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168

📌თვითმფრინავები – 251

📌ვერტმფრენი – 217

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 920

📌საკრუიზო რაკეტები – 238

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 581

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 125

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button