მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ საერთაშორისო ორგანიზაციაში ხმა რუსეთის წარმომადგენელს მისცა

უკრაინამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეობის არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განმარტავენ, თუ რატომ დაუჭირა მხარი უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის მეორე წელს საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელს – წერს უკრაინული გამოცემა UNIAN.

გამოცემის ცნობით, უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან ერთად ხმა მისცა რუსეთის კანდიდატურას, “გაზპრომნეფტის” თანამშრომელს სერგეი ბარანოვს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის არქტიკული ოპერაციების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული პროტოკოლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე რუსეთის წარმომადგენლის არჩევას 14 ქვეყანამ დაუჭირა მხარი – ავსტრია, არგენტინა, ბაჰრეინი, ირანი, ესპანეთი, კატარი, ჩინეთი, კორეა, ქუვეითი, მექსიკა, რუსეთის ფედერაცია, საუდის არაბეთი, ტაილანდი და უკრაინა.

ამავდროულად, წინააღმდეგ მისცეს ხმა კანადამ, დანიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ავსტრალიამ, ბელგიამ, ბრაზილიამა, კვიპროსმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ინდონეზიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ყაზახეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, შვედეთმა და აშშ-მა.

უკრაინას აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის პრობლემების კვლევითი და სასწავლო ცენტრი“, რომელიც არის წამყვანი ორგანიზაცია უკრაინაში სტანდარტიზაციის სფეროში. აღნიშნული ცენტრი აღიარებულია ეროვნულ, საერთაშორისო და ევროპულ დონეზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button