თელავში მუსიკის 7 დღიანი ფესტივალი დასრულდა

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ვირსალაძემ, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა, რომელსაც არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.

ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის – სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა 7 კონცერტი, მოეწყო საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები და მასტერკლასები სტუდენტებისათვის.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20711″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button