ჩინეთში 4 ცათამბრჯენი ჩამოინგრა: ათეულობით ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუში 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, – იუწყება სააგენტო Xinhua.

უბედური შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის ადგილზე 800 მაშველი მუშაობს. მათ ჩამონგრეული შენობების ნამსხვრევებიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 18:45 საათზე, მაშველებმა პატარა გოგონა გადაარჩინეს, რომელიც საკუთარი მშობლების გვამების ქვეშ აღმოაჩინეს.

ადგილობრივმა სამართალდამცველმა ორგანოებმა შემთხვევის გამოძიება დაიწყო. ამჟამად ცნობილია, რომ შენობები 1970 წელს აშენდა.

შემთხვევის ადგილზე კიდევ 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას. საფრთხის ასაცილებლად, აღნიშნული ცათამბრჯენების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43956″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button