რეგიონი

კორონავირუსით ყველაზე ინფიცირებულ რეგიონებს შორის, კახეთი მეხუთეა

კორონავირუსით ყველაზე ინფიცირებულ რეგიონებს შორის, კახეთი მეხუთეა.
რეგიონში ჯერ კიდევ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება.

4 თებერვლიდან დღემდე, რვა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 13 287 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვირუსის სხვა ტალღებთან შედარებით, თითქმის ათჯერ მეტია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ნიშნული, რეგიონში ჯერ კიდევ მაღალია და 30%- ს აღემატება დადებითობის მაჩვენებელიც.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლა, სწავლას ონლაინ- რეჟიმში აგრძელებს, სრულადაა დახურული თელავის მუნიციპალიტეტის 32 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი.

კოვიდკლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში, ათამდე მძიმე პაციენტია მოთავსებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.
15- 16 თებერვალს, რეგიონში კორონავირუსის 2347 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button