მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

 ტყიბულის შახტში 144 თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული

ტყიბულის შახტში კომპანიის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება “საქნახშირმა” გაავრცელა.  კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება.

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს”, – ნათქვამია საქნახშირის განცხადებაში.

“საქნახშირის” თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button