მშვიდობის სტაბილურობის და განვითარების მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ერთადერთი, უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნებაა“-სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს“
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე აგენტობა არის ღალატი

ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, ეს არის ღალატი.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.
„მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის – მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება, თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი – ეს არის ქართული, საქართველოს ინტერესი. ჩემი რჩევა იქნება, იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
„დღეს რთული სიტუაციაა, ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, როგორი ვითარებაა რეგიონში, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.
რაც შეეხება ამ კანონს, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის პარტიის აზრი, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები, ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა, მეგობარი სახელმწიფოებს ინტერესების გამტარებელი ვიყოო, ეს ხომ კატასტროფაა. ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარებაზე, ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი, ჩემი რჩევა იქნება, იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში დღეს თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა, უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო პარტია – ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პარტიის აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ალტერნატივა არ არსებობს.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ბორჯომში შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია, შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რეგიონში საერთოდ. გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში მოვლენები, რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნებისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა, კითხვაც დავსვა და მოსახლეობას, ხალხს მივმართო. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ბორჯომში შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია, შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რეგიონში საერთოდ, გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში ვითარება, რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი პარტიის აქტივთან, რა თქმა უნდა, მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია მაგრად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა, კითხვაც დავსვა და მოსახლეობას, ხალხს მივმართო, თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს“.