მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა წუხანდელი, ხობში მომხდარი ფაქტის შემდეგ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

იგი სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ლექსო რაფავას და რუსლან შამახიას დაკავების მცდელობას.

ინფორმაციას ამის შესახებ “ენმ”-ს წევრი ნიკო მიქაია ავრცელებს.

“არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა”,– განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე

შეგახსენებთ, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

საგანგებო განცხადება გააკეთეს ყოფილმა სამართალდამცველებმაც და უწყების თანამშრომლებს მოუწოდეს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები. განცხადება გააკეთა შამახიამაც, რომლის სახლიც გაჩხრიკეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button