მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქალაქ დნეპრში 40-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი

კრემლი უარყოფს, რომ დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსი მის მიერ ნასროლი რაკეტებით დაიბომბა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თანახმად, 40-მდე გაიზარდა 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია.

მაშველების ინფორმაციით, 16 იანვრის 13:00 საათის მონაცემებით, 39 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 6 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან -14 ბავშვი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო და საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნეპრზე მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მისი ერთი ნაწილი მთლიანად დაინგრა. ქალაქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
კრემლი უარყოფს, რომ დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსი მის მიერ ნასროლი რაკეტებით დაიბომბა. შაბათს მომხდარი თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ცნობებით, რუსეთის თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

“რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს ან სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება სამხედრო ობიექტებზე, აშკარა ან შენიღბული”.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსს რუსული Kh-22 რაკეტა მოხდვა, რომელიც, როგორც ცნობილია, არაზუსტია.
დღეს, რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა ტერორია. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ტერორი იქცა რუსეთის სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად.

„ტერორი იქცა მათი სისუსტის მტკიცებულებად და ჩვენი გამძლეობის გამოცდად. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა დრო სინათლის გარეშე, არამედ დრო თავისუფლების გარეშე“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button