მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში ტენდერში უპირატესობა უფრო მაღალი ფასის შემთავაზებელ კომპანიას მიენიჭა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ, ქათველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის მუზეუმის აღსადგენად, უპირატესობა იმ კომპანიას მიანიჭა, რომელმაც ტენდერში უფრო ძვირი შესთავაზა.
მერიის მიერ 28 მარტს გამოცხადებული ტენდერის შედეგების მიხედვით, სოფელ ხაშმში მწერლის სახლ- მუზეუმის აღდგენა- რეკონსტრუქციას, ინდმეწარმე დავით კავთუაშვილი განახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ 167.775 ღირებულების ტენდერში, სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა და ორი მათგანი, მერიას დაახლოებით, 8 ათასი ლარით ნაკლებ ღირებულებას სთავაზობდა.
ამის მიუხედავად, მერიამ, 165.244 ლარად, უპირატესობა, კავთუაშვილს მიანიჭა.

რატომ მიიღო სატენდერო კომისიამ ასეთი გადაწყვეტილება, მერიას ამის თაობაზე, განმარტება არ გაუკეთებია.
” 20 მაისს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, სუშაოები უკვე დაწყებულია და მუზეუმის აღდგენა შემოდგომაზე, სექტემბერში უნდა დასრულდეს”- განაცხადეს მერიაში.

თანხა, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღსადგენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
ნატალია შუბითიძე

მსგავსი პოსტები

Back to top button