მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიამ Nord Stream 2-ზე საბოლოო უარი თქვა

გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი პროექტზე Nord Stream 2 (ჩრდილოეთის ნაკადი 2). ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, აშშ-ის სანქციების პარალელურად, გერმანიამ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტს საბოლოო დარტყმა მიაყენა.

გერმანული გამოცემის, Handelsblatt-ის ცნობით, პარასკევს გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტში მონაწილეობაზე, რაც ევროკავშირის მხრიდან, ბუნებრივ აირათან დაკავშირებით, განახლებულ დირექტივებს ეფუძნება.

გერმანიის ენერგეტიკის ბაზრის რეგულატორმა განმარტა, რომ Nord Stream 2 უნდა შეესაბამებოდეს ევროპული კონკურენციის სტანდარტებს: გაზმომმარაგებელ კომპანიას (გაზპრომი) ერთდროულად არ შეუძლია იყოს როგორც მომმარაგებელი, ასევე მილის მფლობელი.

გამოცემის ცნობით, პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, თუ მილსადენის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება, მისი სიმძლავრის ნახევარი, 27.5 მილიარდი კუბური მეტრი (წელიწადში უნდა გამოიმუშოს 55 მილიარდი კუბური მეტრი), რუსული გაზის მონოპოლისტმა დამოუკიდებელ მიმწოდებლებს უნდა გადასცეს.

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილებას გაზპრომი ვერ ახერხებს, რადგან ბუნებრივი აირის საბადოები, რითაც ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილები ივსება, მოდის მხოლოდ რუსეთიდან. გარდა ამისა, არც ერთ რუსულ კომპანიას არ აქვს უფლება, ბუნებრივი აირის ექსპორტი მილსადენებით განახორციელოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებრივი აირით, პროექტის მილსადენების მხოლოდ ნახევარი ივსება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ენერგეტიკის ფედერალური სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, Nord Stream 2 AG დიუსელდორფის სასამართლოს მიმართავს, რომელიც სავრაუდოდ, სარჩელს ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნის. წარმატებული განხილვის შანსი მინიმალურია: ჩინოვნიკებმა ბრიუსელიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ გაზით მომარაგება დივერსიფიცირებას და რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულებას საჭიროებს.

კადრების როტაციის იმედმაც არ გაამართლა. ევროკომისიის ახალმა ხელმძღვანელმა, გერმანიის თავდაცვის ექს-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი წინამორბედის, პოლონელ დონალდ ტუსკის პოზიცია დაიცვა.

“Nord Stream 2” ატარებს “რუსულ ენერგომატარებლებზე გადაჭარბებული დამოკიდებულების ხასიათს”, – განაცხადა მან ივლისში და ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგის “ძალის პოზიციიდან” წარმოება, რადგან “კრემლი სისუსტეს არ ინდობს”.

შეგახსენებთ, “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების შემდეგ შეჩერდა. იმ დროისთვის, ბალტიის ზღვის ფსკერზე 200 კმ მილის ჩაშვებაღა იყო დარჩენილი. 11 იანვარს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პროექტი დასრულდება და არაუგვიანეს 2021 წლის პირველი კვარტლისა, ამუშავდება.

Nord Stream 2-ის პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიარდ ევროს შეადგენს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button