პირველად საქართველოში – თელავში ყურძნის საკრეფი კომბაინი გამოჩნდა

დღეს კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სპეციალური ყურძნის საკრეფი მექანიზაცია გამოჩნდა, რომელიც ყურძენს კრეფს.
როგორც რადიო “ჰერეთმა” გაარკვია, ასეთი მექანიზაცია ჩვენს ქვეყანაში პირველია. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს, მტევნის შემადგენლობა კი კვლავ ვააზზე რჩება.
კომბაინის მფლობელი ზურაბ რამაზაშვილი რადიო “ჰერეთს” ეუბნება, რომ “მას დიდ ფართობზე ვენახი აქვს გაშენებული და მაშინ, როცა ყურძენი ერთიანად იწევა, რეგიონში მუშა ხელის დაქირავება ჭირს.
ამიტომ გადაწყვიტა ყურძნის საკრეფი კომბაინი შეეძინა, რომელსაც მოსავლის აღება ღამითაც კი შეუძლია.
„ეს არის სპეციალიზებული კომბაინი, რომელიც მხოლოდ ყურძნის საკრეფად გამოიყენება. კომბაინი ვენახის კვალს საბურავებს შორის იქცევს, იღებს მხოლოდ მარცვალს და აქვს იმის ფუნქციაც, რომ მარცვალი ფოთლებისგან და კლერტისგან სრულად გაათავისუფლოს“, – განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.
ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია აწყობილი.