მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როგორი იქნება პარლამენტის წინა სივრცე რეაბილიტაციის შემდეგ

თბილისის მერი კახა კალაძე ავრცელებს რენდერის ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, სპეციალური თარგები გააკეთეს იმისთვის, რომ ტერიტორია უფრო მეტად გამწვანდეს.

კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია უტარდება შადრევანს, ფილები კი, გაიწმინდა და შეკეთდა. მისივე თქმით, ისტორიული ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, დასაწყობებული აქვთ და რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილზევე დააბრუნებენ.

ამ დეტალებზე თბილისის მერმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუშვა. მასთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/301760207611388

პარლამენტის წინა სივრცე საპროტესტო აქციებისა და მიტინგების მთავარი კერააა. 2019 წელს, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, იქ აქტიურად იმართებოდა ანტისახელისუფლებო და ანტიოკუპაციური აქციები. წლის ბოლოს, 31 დეკემბერს, მერიამ შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარავი დაშალა და საახალწლო ატრაქციონები დადგა. შემდეგ კი, გაშლის უფლება აღარ მისცა, შემოღობა და რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ დადგმულ მწვანე ღობეზე აქტივისტების მიერ გაკეთებული საპროტესტო წარწერებია. “სირცხვილია”, “ბიძინას ბოსტანი”, “გადადექი” და სხვა ფრაზები მასზე მას შემდეგ დააწერეს, რაც მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button