სტამბულში 3 ადამიანი დაიღუპა [Video]

უკანასკნელი მონაცემებით, სტამბულის სულთანბეილის რაიონში პოლიციის შენობის აფეთქების დროს, ურთიერთსროლის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა – 2 ტერორისტი და პოლიციელი, – იუწყება თურქული სააგენტო Dogan.

სტამბულის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, ტერორისტებმა შენობის იერიშისთვის დანაღმული ავტომანქანა გამოიყენეს. ძლიერი აფეთქების შედეგად, პოლიციის სამსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა და მას ხანძარი გაუჩნდა.

აგრეთვე, ახლომდებარე მაღაზია და 20-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა. დაჭრილი ადამიანები სულთანბეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქული პრესის ინფორმაციის თანახმად, ტერაქტი ქურთისტანის სახალხო პარტიის ტერორისტების მოწყობილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button