მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ​ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდა. პოსტი, რომელიც თბილისში აქციის დაშლის დროს გამოქვეყნდა, წერია, რომ პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მიმართ.

“არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ევროპაში.

ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში – ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ: ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!” – ეწერა პოსტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button