მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსით 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button