ნინო ბურჯანაძე უბნების გახსნას და შედეგების გადამოწმებას ითხოვს [Audio]

ნინო ბურჯანაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

პარტია „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ უბნების გახსნას და საჯაროდ ხმების გადათვლას ითხოვს. ბურჯანაძის თქმით, მათ ცესკოში გადასაგზავნად მომზადებული აქვთ საჩივრები, რომლებიც დაფიქსირდა საარჩევნო პროცესის დროს. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა მაშინ პარტიის ლიდერი შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

„დაგვარწმუნეთ, რომ ჩვენ მართლა სამ-ნახევარი პროცენტი ავიღეთ არჩევნებში“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და არ შეეგუებიან გაყალბებული არჩევნების შედეგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button