55 წლის ბებიამ 3 ტყუპი გააჩინა [Photo]

55 წლის ბრიტანელი შერონ კატსი ყველაზე ხანდაზმული დედა გახდა, როცა 3 ტყუპისცალი გააჩინა, – წერს The Daily Mail.
ცნობილია, რომ ქალმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის 15 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა, რომელიც კვიპროსზე ჩაიტარა. შერონს სამშობლოში ამ მომსახურებაზე უარი უთხრეს, ვინაიდან იგი ძალიან მხცოვნად მიიჩნიეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მისის კატსს 4 ზრდასრული შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს. მისი ტყუპები, 2 ვაჟი – მეისონი და რაიანი და ქალიშვილი ლილი მიმდინარე წლის მარტში გაჩდნენ.
შერონის თქმით, იგი მშვიდად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ტყუპები მის შვილიშვილებზე უმცროსები არიან.
გამოცემის ინფორმაციით, მისის კატსს ფეხმძიმობის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ამიტომ მას საკეისრო კვეთა დასჭირდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32807″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]