რეგიონი
ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო

წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
უწყებისვე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მერიის თანამშრომელსა და მის მეგობარს შორის პირადი კონფლიქტი საქმის გარჩევასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი ეგიამ მოწინააღმდეგე დაჭრა, მოგვიანებით კი გასროლაც მოხდა.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საკითხს სამართალდამცავები გაარკვევენ.