მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვიდრე ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს ის თავდასხმის საფრთხის ქვეშ რჩება

ვიდრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს, ის თავდასხმის საფრთხის ქვეშ რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ისინი იბრძვიან, რომ იპოვონ გზა, რათა შეასრულონ ეს, როგორც ცრუ დროშის ოპერაცია ან როგორც სხვა რამ, რაც მათ პირდაპირ არ მიეკუთვნება. ვფიქრობ, ეს სხვა არაფერია, თუ არა შიშის თამაში, რადგან პუტინს ძალიან უყვარს სიცოცხლე და დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ გადაწყვეტს, რომ პუტინთან ბირთვული შიშის თამაში ითამაშოს“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ვაგნერის“ წარუმატებელი აჯანყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრიგოჟინმა ძალიან სწრაფად დათმო“.

„ეს აჯანყება 48 საათის განმავლობაში რომ გაგრძელებულიყო, დარწმუნებული ვარ, დემორალიზებულ გავლენას ვიგრძნობდით რუსეთის ძალებზე, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, პრიგოჟინმა ძალიან სწრაფად დათმო. ასე რომ, დრო არ იყო ამ დემორალიზებული ეფექტით რუსეთის სანგრებში შეღწევისთვის“, – აღნიშნა კულებამ.

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

“დაახლოებით ერთი საათის წინ მტერმა კიდევ ერთხელ გაისროლა ჩუგუევსკის რეგიონის ვოლჩანსკის თემში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ.

45, 48 და 57 წლის კაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს. ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება”, – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button