მნიშვნელოვანისაქართველო

“კახეთში სამ მედიკოსს სწრაფი ტესტით კოორონავირუსი დაუდასტურდა”

“კახეთის რეგიონში სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევით, კიდევ სამ მედიკოსს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. თუმცა ხიზანიშვლი ამბობს, რომ ეს შედეგი უნდა გადამოწმდეს PSR ტესტით, რაც შესაძლო ცდომილებას გამორიცხავს.

“სამი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი”, – ამბობს ხიზანიშვილი.

დღეს კახეთმა ე.წ “მწვანე ზონის” სტატუსი დაკარგა. ინფიცირებულია ექიმი, რომელიც ყვარლის სასწრაფო დახმარების სამსახურში და „ევექსის“ კლინიკაში მუშაობდა. 50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. უცნობია ინფიცირების წყარო.

პაციენტს ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. ყვარელში ექიმის თანამშრომლების, ოჯახის წევრების და კონტაქტების მოკვლევა მიმდინარებს.

უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი, ექიმის ოჯახის წევრია. მათ COVID-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.

აღსანიშნავა, რომ დღეს ლაგოდეხის ე.წ ცხელების ცენტრში მოათავსეს მამაკაცი, რომლის შვილსაც რუსთავში კორონავირუსი დაუდგინდა. ოჯახი წარმოშობით სოფელ ქვემო გურგენიანიდან არის. მამაკაცი სოფელ ქვემო გურგენიანში მანამდე ჩავიდა, ვიდრე მის შვილს CIVID-19-ი დაუდგინდებოდა.

ის კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს. ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორტორიაშია გაგზავნილი. პასუხს ხვალ დილით ელოდებიან.

ლაგოდეხში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში დღეს , 2 მაისს გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button