მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია

თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მსჯელობას განაგრძობს. საქმე, ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდს ეხება.მესამე პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც. სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებიც და რამდენიმე პოლიტიკოსი.ადვოკატები რამდენიმე შუ ამდგომლობის დაყენებას გეგმავენ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენ

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სხდომის დასაწყისში მოსამართლეს სთხოვეს, მესამე პრეზიდენტს დარბაზში, ადვოკატების გვერდზე გადაენაცვლებინა და ისე გაგრძელებულიყო დღევანდელი სასამართლო, მითუმეტეს, რომ უსაფრთხოების ზომები საკმარისად იყო მიღებული და ეს პრობლემას არ შექმნიდა.

მოსამართლე ამ მოთხოვნას არ დათანხმდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

სასამართლოდან ხმები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს.

აღნიშნულ საქმეზე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button