ღვაწლის და გმირობის დაკნინება არ გვინდოდა-სარჯველაზემ კობიხიძის მსგავსად ბოდიში მოიხადა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის შემდეგ, ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არასდროს ჰქონია სურვილი შოვში, სტიქიას გადარჩენილი ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. მისი თქმით, პატიებას ითხოვს, თუ ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ვინმეს ღვაწლი დააკნინეს.
სარჯველაძის თქმითვე, “გარკვეული ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელება ხდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის”.
“ის რაც გუშინ ირაკლიმ [კობახიძემ] თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი მიზეზი სპეკულაციისთვის მოსპო. ძალიან დასაფასებელია, რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა – რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”- თქვა სარჯველაძემ.
მანამდე სარჯველაძემ 3 დღის წინ თქვა – “თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს”.
“მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასრწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტურილი იყო. არავისა რ გვქონიდა არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არსდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა, და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი,რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია მე ამ განცხადებას ვუართდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, – თქვა სარჯველაძემ.
14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორიაც, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი “გადასამოწმებელია”.
ირაკლი კობახიძის განცხადებას დაეთანხმნენ ოცნების დეპუტატებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი “აბსოლუტურად მართებულია”.
ამავე დღეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას და მას შესთავაზა, რომ შოვში თავად აჩვენებდა მისი გადაადგილების ტრაექტორიას.
16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “სინანულს გამოხატავს” იმასთან დაკავშირებით, რომ შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს “გული ატკინა”.
კობახიძის თქმით, ის დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა “წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია”, რაც ჯელაძეს შოვში გადახადა.