მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყველაზე მეტი დანაკარგი მსჯავრდადებულებისგან შემდგარმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ განიცადა

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, მოახერხეს უკრაინაში შეჭრის დროს დაღუპული 24 005 რუსი ჯარისკაცის სახელის ამოცნობა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა კიდევ 1,361 მსხვერპლის სახელი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს კვლავაც აღემატება 2022 წლის განმავლობაში დადასტურებული ყოველკვირეული დანაკარგების საშუალო მაჩვენებელს.

ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი მსჯავრდადებულებისგან შემდგარმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ განიცადა. მკვლევრებისთვის ცნობილი ამ პერიოდში დაღუპული 4,315 ყოფილი პატიმრის სახელი.

დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით კვლავ სვერდლოვსკის მხარე და კრასნოდარის მხარე ლიდერობენ.

ჟურნალისტები დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებენ. მონიტორინგში მხოლოდ ის სამხედროები შედიან, რომელთა დაღუპვაც ღია წყაროების საფუძველზე დადგინდა. დანაკარგების რეალური რაოდენობა, კვლევის ავტორების აზრით, შეიძლება შესამჩნევად მაღალი იყოს. ჟურნალისტების აზრით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს შეეძლო 48 ათასი ადამიანი დაეკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკადრო დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულ ციფრებზე კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 205 720
​ტანკი – 3 796
ჯავშანტექნიკა – 7 435
საარტილერიო სისტემა – 3 384
სარაკეტო სისტემა – 570
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 328
თვითმფრინავები – 310
ვერტმფრენი – 296
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 910
საკრუიზო რაკეტები – 1 015
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 161
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 446.

მსგავსი პოსტები

Back to top button