მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

კახეთში, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დამნაშავედ არის ცნობილი.

მამაკაცს 13 წლის გერის გაუპატიურება დაუდასტურა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში, სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა.

მსჯავრდებულის ადვოკატი, მურად პოპიაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მთლიანობაში ბრალი დაუდასტურდა.

” გიდასტურებთ, რომ დამნაშავედ არის ცნობილი. იყო გარკვეული ეპიზოდები, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, თუმცა, იმ ეპოლიხოდებისთვის, რაც მოსამართლის თვის სარწმუნო იყო, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ვიცი, განაჩენი გასაჩივრდება ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მხრიდანაც. შესაძლოა, საქმე, სხვა ადვოკატმა გააგრძელოს, ვნახოთ”- განაცხადა პოპიაშვილმა.

სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისათვის მხარეებს ერთთვიანი ვადა აქვთ.

შეგახსენებთ, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცს, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებას, მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მეუღლეზე ძალადობას ედავებოდნენ.

ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, არასრულწლოვანის დედამ შეატყობინა.

13 წლის გოგონამ, მამინაცვლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მამაკაცმა მეუღლეზე იძალადა.

საქმის მასალების მიხედვით, მამინაცვლის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.

გოგონას ჩვენების თანახმად, მამაკაცი მას მუდმივად ემუქრებოდა, რის გამოც დედასთან სიმართლის გამჟღავნებას ვერ ახერხებდა.

მსჯავრდებულს ბრალი, სამი სხვადასხვა დანაშაულის 17 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. გამოძიება მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 141-ე და 126′ მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button