სპორტი

„ლილმა“ „პსჟ“-ს ჰეგემონია დაამხო. საფრანგეთის სუპერთასი პირველად „ლილს“ერგო

საფრანგეთის 2021/22 წლების სეზონის პირველი მატჩი ტრადიციულად ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გაიმართა.

თელ-ავივში, სავსე ტრიბუნების ფონზე, პარი სენ-ჟერმენი „ლილს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ნახევრის მიწურულს გავიდა. გოლის ავტორი პორტუგალიელი შეკა გახდა, რომელმაც ულამაზესი და უზუსტესი დარტყმით გაგზავნა ბურთი კეილორ ნავასის კარში.

აღსანიშნავია, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის: სერხიო რამოსი, ჯან-ლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი, ნეიმარი და კილიან მბაპე. მიუხედავად ამისა, მაინც არასასიამოვნოა. როცა მსგავსი დონის კლუბი სეზონს წაგებით იწყებს.

ცნობისთვის, ქვეყნის ჩემპიონმა „ლილმა“ საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

რაც შეეხება პსჟ-ს, კლუბს ამ დრომდე სუპერთასი ზედიზედ 8-ჯერ, 2013-2020 წლებში ქონდა მოგებული და მისი საფეხბურთო ჰეგემონია სწორედ, გასული სეზონის ტრიუმფატორმა, „ლილმა“ დაამხო.

მსგავსი პოსტები

Back to top button