მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპული კომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ზელენსკის არ სჯეროდა რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი თავად ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პირველ პირს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

“კარგია კიევში დაბრუნება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შევაფასებთ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა რეკონსტრუქციისთვის და ვისაუბრებთ უკრაინის მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში”.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა.

მისი თქმით, ბევრს ეგონა, რომ ის აზვიადებდა, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

„პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button