ახალგაზრდა კარატისტების 2 ოქრო და 2 ვერცხლი ევროპირველობიდან

პოლონეთის ქალაქ ბიტომში გამართულ ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მიიღეს, საქართველოს ნაკრებმა კი 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ლევან ვერულიძე (85 კგ.) და სერგო მოვსესიანი (65 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლაშა ოზბეთელაშვილმა და თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრეს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button