“სოც. დაუცველებს დავუფარავთ ტარიფის განსხვავებას”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით გამოვიდა და თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო სოციალურად დაუცველი 208 ოჯახისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა.

“ტარიფის კორექტირება, როგორც სემეკი განმარტავს განაპირობა სწორედ გადაუდებელმა აუცილებლობამ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცევლი მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდის სრულად სუბსიდირება მოგვეხდინა რათა ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ ტვირთად დააწვეს ჩვენს მოსახლოებას“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობილია რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასური თითქმის 4 თეთრით გაძვირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button