კულტურამოზაიკა

76 წლის სუზანა ვიეირა ლეიკემიას ებრძვის

ბრაზილიელ მსახიობს, სუზანა ვიეირას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მსახიობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ცნობილი გახდა, რომ ვიეირამ მკურნალობის კურსი 2018 წლის იანვარში დაიწყო, მდგომარეობის შესახებ პირველად სწორედ ახლა, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

“როდესაც დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, უმძიმესი გადასატანი იყო. რთულია, როცა გეუბნებიან რომ ავად ხარ, თანაც ქიმიოთერაპიის კურსის გავლა, იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიცოცხლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – ამბობს ვიეირა.

სუზანა ვიეირა კომპანია გლობოს ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება და არაერთ სერიალში შეუსრულებია მთავარი როლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button