საგანგებო მდგომარეობა თურქეთში [განახლებადი]

თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა. თავად პრეზიდენტი დაუდასტურებელი ინფორმაციით მარმარისში იმყოფება, ამის შესახებ Telegraf იუწყება.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხდრო ჯგუფები არიან გამოსულები, ჯერ-ჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რა ძალას ფლობენ აჯანყებულები.

თურქული CNN-ის ცნობებით, თურქეთის გენ-შტაბის მეთაური დაკავებულია. იგი არ მონაწილეობს მოვლენებში.

სამხედრო დაძაბულობის ეპიცენტრი სავარაუდოდ არის ანკარაში.

თურქეთში ინტერნეტის მოხმარება შეზღუდულია. იგულისხმება Twitter, Facebook და სხვა სოციალური ქსელები.

სამხედრო ძალები შეინიშნებიან უკვე სხვა ქალაქებში. ისინი ცდილობენ მნიშვნელოვანი პუნქტების დაკავებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებენ და სულ მალე ახალ კონსტიტუციას გამოაქვეყნებენ.

საელჩოები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ. იგივე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ელჩი თურქეთში.

ცხელი ხაზის ნომერია – +905336903040

მსგავსი პოსტები

Back to top button