მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება.

16 აპრილიდან თელავში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა 0.70 ლარი ეღირება.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.

მერიის განმარტებით, საფასურთან ერთად,
გადახდების კონტროლირების სისტემაც ამოქმედდება.

” შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით,
პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს,
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს, ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები;
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ისარგებლებენ. ამავდროულად, გადახდების კონტროლურებაც განხორციელდება”- განმარტავენ მერიაში.

მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას, მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები შეძლებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის მსურველებს, შეუძლიათ
პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ტერიტორიულ ოფისებში, ხოლო სოფლად მცხოვრებმა პირებმა, შესაბამისი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასოდ აიღონ.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე საფასური დაწესების საკითხი, რამდენჯერმე გადაიდო.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ფასის დარეგულირება ვერ ხერხდებოდა.

საწყის ეტაპზე, მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის საფასურად, 1 ლარი განისაზღვრა, თუმცა, მოგვიანებით, ადგილობრივი თვითმმართველობა 0.70 ლარზე ჩამოყალიბდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button