კომპანია “ინტერტრანსში” რუსთაველი მძღოლების ბრალდებებს უარყოფენ

რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კომაპნია “ინტერტრანსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი არ ადასტურებს კომპანიის დირექტორსა და მძღოლებთან შეხვედრასა და დამუქრებას.

სოფო ცერცვაძის განცხადებით, კოპმანიის ხელმძღვანელი ლომიძე გუშინ მძღოლებს საერთოდ არ შეხვედრია და, შესაბამისად მუქარასაც ადგილი არ ქონია.

რაც შეეხება მძღოლებისთვის დღიური გეგმის შესაძლო გაზრდის საკითხს, კომპანიაში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის საკითხთან დაკავშირებით თითოეულ მძღოლთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლპარაკებები.

ამასთან, “ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ სამგზავრო ტარიფის 20 თეთრით გაძვირების გადაწყვეტილება კომპანიამ მძღოლების თხოვნით მიიღო.

რუსთავის ძველი ბაზრობის ტერიტორიიდან “თბილისი ცენტრალის” მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ამ დროისთვის გაფიცული არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button