მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო
23 ინფიცირებული – საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 23-ი შეადგინა – ახალი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 46 პაციენტი.
მსოფლიოში ბოლო მონაცემებით, 116 694 დადასტურებული შემთხვევაა, 4090 გარდაიცვალა, 64 391- კი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთის შემდეგ, კვლავ დრამატული სურათია იტალიაში, რომელიც წითელ ზონად გამოცხადდა, ირანსა და სამხრეთ კორეაში. მზარდია დაავადებულთა რიცხვი ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში.
ჩინეთში – 80,757 შემთხვევა
იტალია – 9,172
ირანი – 8,042
სამხრეთ კორეა – 7,513
ესპანეთი – 1,646
საფრანგეთი – 1,606
გერმანია – 1,281
ამერიკის შეერთებული შტატები – 791- შემთხვევაა.
დეტალურად ქვეყნების მიხედვით იხილიეთ აქ