ძლიერი ქარი ბათუმში – დაზიანებულია ავტომანქანები და სახლის სახურავები

ბათუმში, სანაპირო ზოლში ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელმაც რიგ უბნებში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

თამარის დასახლებაში მრავალსართულიან სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე, წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, განათების ბოძები.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში 20-მდე შეტყობინება შევიდა უწყებაში. ინფორმაცია, ძირითადად, ხეების წაქცევას და სახურავების დაზიანებას ეხებოდა.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე, იმ სახლებისა და ავტომანქანების მდგომარეობის შესწავლა, რომელიც ქარმა დააზიანა.

ინფორმაციის წარო

მსგავსი პოსტები

Back to top button