მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

8 დღე რუსეთის დასატოვებლად

რუსეთი სანქციებს უწესებს კანადის 43 მოქალაქეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ, ქვეყნის დასატოვებლად 8 დღე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საბერძნეთის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზად ასახელებს “რუსეთის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციულ კურსს, მათ შორის, კიევისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას”.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყანა ასევე აპროტესტებს საბერძნეთის გადაწყვეტილებას, რუსი დიპლომატების ჯგუფის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.

გარდა ამისა რუსეთი აცხადებს, რომ სანქციებს უწესებს კანადის 43 მოქალაქეს, მათ შორის ფედერალურ და რეგიონულ ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, ლიბერალური პარტიის წევრებს და საჯარო ფიგურებს – პასუხად ანალოგიური ნაბიჯებისა, რომლებიც ოტავამ მაისში გადადგა რუსეთის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელების და მათი ოჯახების წევრების მიმართ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივნისს აცხადებს, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მათ შორის სიუზან კოუანს, კანადის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს.

კანადამ გასულ თვეში დაუწესა სანქციები რუსეთის ათობით მოქალაქეს, კერძოდ, ოლიგარქებს და კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ პირებს, ისევე, როგორც რამდენიმე რუსულ კომპანიას, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის გამო.

მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 24 თებერვალს უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ, კანადის ჩათვლით, მოსკოვს დაუწესა ფართომასშტაბიანი სანქციები. ეს ზომები მოიცავს რუსეთის რამდენიმე ბანკის გათიშვას SWIFT-ის შეტყობინების სისტემიდან, ემბარგოს რუსეთის ექსპორტზე, შეზღუდვებს ინვესტიციებზე, მთავრობის წარმომადგენლების და მათი ოჯახების ქონების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას რუსეთის ბევრი მაღალჩინოსნისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button