მნიშვნელოვანირეგიონი

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 14 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაპატიმრებულია

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაპატიმრებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 27 წლის ასლან სადიგოვი დააკავეს.

სადიგოვს ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით, მის მიმართ პატიმრობაა გამოყენებული.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, მასთან არარეგისტრირებულ, იძილებით ქორწინებაში მყოფ 14 წლის გოგონას, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სადიგოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

გარდა ამისა, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე , ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150′-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button