მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ პირველად გამოიყენა Patriot რუსეთი ჰიპერბგერითი რაკეტის წინააღმდეგ

უკრაინა აცხადებს, რომ პირველად გამოიყენა ამერიკული სისტემა Patriot რუსეთი ჰიპერბგერითი რაკეტის წინააღმდეგ.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლა ოლეშჩუკმა ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა. Kh-47 Kinzhal ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. უკრაინამ სულ მცირე Patriot-ის ორი სისტემა მიიღო, ერთი აშშ-დან და ერთი გერმანიიდან, რათა გაეძლიერებინა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ოლეშჩუკის განაცხადებით, რაკეტა 4 მაისს კიევის თავზე დაიჭირეს. მისი თქმით, Kinzhal რუსეთის ტერიტორიიდან MiG-31K-ით გაუშვეს.
საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იჰნატის თქმით, აქამდე არავინ იცოდა, შეეძლო თუ არა Patriot-ს ბალისტიკური იარაღის წინააღმდეგ მოქმედება:
“დიახ, შეუძლია”.
გასულ თვეში თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ Patriot გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინული ინფრასტრუქტურის დაცვაში.

6 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას სამხრეთის მიმართულებაზე – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 8 შაჰიდის დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო სარდლობამ რვავე გაანადგურა.
“ოკუპანტებმა გამოიყენეს რვა შაჰედ-136/131 თავდასხმის დრონი. ყველა მათგანი გაანადგურეს აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ძალებმა და საშუალებებმა”, – ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
მედია აქვეყნებს ვიდეოსაც, რომელიც 6 მაისის დილით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი როგში ერთ-ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებას ასახავს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ამ დღეებში რუსეთმა, შესაძლოა, მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელოს.

“დარტყმები იქნება, უდავოდ. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმისთვის, რომ პრევენციული გავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე ნეგატიურად განვითარებულ სცენარებზე და მთლიანად ომის მსვლელობაზე. განსაკუთრებით მაისის ამ დღეებში, უდავოდ იქნება გარკვეული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ”, – აღნიშნა მან.

პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა ტიპის რაკეტა გამოყენა. მისი თქმით, უკრაინელები რუსული ძალებისგან რაიმე კარდინალურ ცვლილებას არ ელოდებიან.

“ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ გამუდმებით ვეუბნებით ხალხს, რომ ომი არ დასრულებულა. მაშინაც კი, თუ პროცესების გარკვეული შეფერხებაა. ერთადერთი ტაქტიკა, რაც რუსეთს დარჩა, მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმაა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button