მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“ რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა

არესტოვიჩმა საკუთარი გეგმა მოამზადა სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად

უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით.
მისი თქმით, ახალ რუსულ დეზინფორმაციულ გეგმას აქვს კოდური სახელწოდება “მაიდანი 3”, რაც გულისხმობს კიევის ცენტრალურ მოედანს, რომელიც 2004 და 2014 წლებში აჯანყებების ცენტრი იყო.

„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მათთვის მაიდანი გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე, აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს.

ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინა სერიოზულ კრიზისში იმყოფება.

მისი განცხადებით, ზელენსკის საუბარი „მესამე მაიდნის“ საფრთხის შესახებ ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“.

„უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ბოლო ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გაუძლოს უკრაინამ ეკონომიკურად აშშ-ის დახმარების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძლევადია ეს ამოცანა? გარკვეულ დონემდე ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის იმედი, თუმცა ეს მხარდაჭერა, ძირითადად, ფინანსურია, ევროკავშირის ტექნოლოგიური სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფენ თავდაცვის ძალებისთვის აუცილებელი შეიარაღების ნაკადს. დღესვე პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს „მესამე მაიდანის“ საფრთხის შესახებ, რომელსაც ვითომდა პროვოცირებს კრემლი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება, როგორც „რუსეთზე მუშაობა“. სტრატეგიის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილებების სივრცე უნდა იზრდებოდეს ან (არახელსაყრელ გარემოებებში) არ მცირდებოდეს მაინც. ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე (ჩვენ კი კრიზისში ვიმყოფებით – თანაც როგორში) სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს“, – წერს არესტოვიჩი.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი პირობას დებს, რომ ინფორმაციას წლის დასაწყისისთვის გაავრცელებს და ის საზოგადოებას სიმართლეს გაუმხელს. არესტოვიჩის ვიდეომიმართვა ტელეგრამ არხით გავრცელდა, სადაც ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერის ბოლო გადაწყვეტილებები დამაბნეველია და ლოგიკით ვერ აიხსნება. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ირწმუნება, რომ მან საკუთარი გეგმა მოამზადა სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად და ამ გეგმას მხარს უჭერს გავლენიანი უკრაინელი გენერლების წრეც. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღიძრა. თავად ალექსეი არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება.

“ჭკვიანები მიხვდნენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი. მე დავპირდი ზელენსკის, რომ არ ჩავერეოდი, მაგრამ ბოლო დროს მისი ქმედებები ეწინააღმდეგება საღ ლოგიკას. უკრაინის მიწაზე სისხლისღვრის შეჩერების გეგმა მაქვს. ჩემი მიზანი არ არის ომიდან ფულის გამომუშავება, როგორც ამას ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებს. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მე მივიღე მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენიანი გენერლებისგან. პატარა სპოილერი – 2024 წლის დასაწყისში მე შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდროვიჩი,”- აცხადებს არესტოვიჩი.

გარდა ამისა უკრაინის პოლიციამ აღძრა მეორე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ.

პოლიციის განცხადებაში არესტოვიჩის სახელი არ არის ნახსენები. სააგენტო UNIAN-ი იუწყება, რომ საქმე ეხება კონფლიქტს არესტოვიჩსა და უმაღლესი რადის დეპუტატ ნატალია პიპას შორის. ზაფხულში პიპამ ოდესაში ერთ-ერთ მოზარდს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ლვოვის ქუჩაზე ვიქტორ ცოის სიმღერებს რუსულად ასრულებდა. მუსიკოსმა პიპას შეურაცხყოფით უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატი ქალი პოლიციას დაუკავშირდა.

კონფლიქტის შემდეგ არესტოვიჩმა უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მიმართა და პიპა ეთნიკური სიძულვილის წახალისებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ დაახლოებით 30 დეპუტატმა მიმართა პოლიციას არესტოვიჩის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო.

მანამდე არესტოვიჩის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას ვერხოვნა რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა მიმართა.

ამის მიზეზი იყო ვიდეო, რომელშიც ყოფილი მრჩეველი უარყოფითად საუბრობს ქალებზე.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოლექსი არესტოვიჩი თავის „ფსიქოლოგიურ სემინარებზე“ არა მხოლოდ სექსიზმის პროპაგანდითაა დაკავებული, არამედ ქალებს უწოდებს „არსებებს“, რომელთა „დახრჩობა” სურს, კაცებს კი მიიჩნევს „ღმერთებად“ და „კერპებად“, რომლებიც უნდა განადიდო.

სოვსუნის თქმით, არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის გავრცელების შესახებ. არესტოვიჩმა ყველა ბრალდება უარყო.

ბოლო მონაცემებით, არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება.

უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.
2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button