მნიშვნელოვანირეგიონი

საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი სიკვდილის მერე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობის უხუცესი , ხასო ხანგოშვილი, სიკვდილის მერე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვი, ორდენი გარდაცვლილი მწერლისა და ეთნოფორის ოჯახს გადაეცა.

პრეზიდენტი, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, თავად ჩავიდა და ჯილდო, უხუცესის მეუღლეს გადასცა.

“ქალბატონო დარიკო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა და ეს ჯილდო არ არის მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, არამედ ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხანგოშვილის ოჯახსა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სასამართლო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ ზოგჯერ ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობენ.

“მე ვიცი, რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ძველ ადათ-წესებზე, ძველი სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ იმ ქვეყანაში, როცა ზოგჯერ სამართლის პოვნა გვიჭირს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადგილობრივი სასამართლოები უძველესი დროიდან გვქონდა და ქართული მთა, ზოგადად, ძალიან მდიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით.

სანამ ჩვენ დღევანდელ ინსტიტუტებზე გადავიდოდით, რომელთა გაძლიერება ზოგჯერ გვიჭირს, ბატონი ხასო, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს წარმოადგენდა, რომელიც ბევრად ადრე ამ ქვეყნის საყრდენი იყო, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, რომელიც ასე გვჭირდება”- განაცხადა პრეზიდენტმა.

პანკისელი უხუცესი, ხასო ხანგოშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში, 14 ნოემბერს გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button