მნიშვნელოვანირეგიონი

“კაცმა არ იცის იქ ევროპაში რას ილაპარაკებდა,,-ღარიბაშვილმა პრეზიდენტის შესახებ განცხადება გააკეთა

“სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”- ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა , პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საუბრისას მედიასთან გააკეთა.

“კაცმა არ იცის, იქ ევროპაში რას ილაპარაკებდა რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება თურმე არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს -12 რეკომენდაციას.

აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი.

ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავარძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი აცხადებს ქვეყნის შიგნით, ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის, ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ. არ ვიცი, იქ რომ ჩავიდოდა, რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყოს და არის დღეს, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება არის საბოტაჟი”- თქვა პრემიერმა.

ამასთან მანვე განაცხადა რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო იმსახურებს
“ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი”- ასე შესაფასა კახეთში მყოფმა საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მოახლოებული გადაწყვეტილება.
პრემიერის თქმით, საქართველო ვერ შეეგუება უარს და ნეგატიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ ასოცირებულ ტრიოში, საქართველო უსწრებს მოლდოვას და უკრაინას.

“მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს მე მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით, ისე როგორც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვინმემ დაგვჩაგროს და მეორე და მესამე რიგებში გადაგვსვან. ჩვენ ყველა მიმართულებით წინ ვუსწრებთ მოლდოვას და უკრაინას, შედარებაც არ შეიძლება იმდენად წინ ვართ ამ ქვეყნებთან. შარაშან, უკრაინას და მოლდოვას არ ჰქონდა შესრულებული არა ერთი პირობა და მათ სტატუსი მიიღეს ავანსად, ეგრეთწოდებულ ბონუსად. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ამდენი რღაც გავაკეთეთ, ვმართეთ სრულიად გამჭვირვალე და ღია პროცესი. ბორბლის გუნდმა რაც დაგვიტოვა პუნქტები, ყველაფერი იქ ება შესრულებული და თვის ბოლოს დაიხურება პრიცესი. ძალიან პოზიტიური სიგნალები მოდის ევროპიდან, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ერთი რამ მინდა ცალსახად დავაფიქსირო და მათაც ვუთხარი- ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის”- განაცხადა ღარიბაშვილმა

მსგავსი პოსტები

Back to top button